რჩევები დამწყები მასწავლებლისთვის
ყველა ახალბედა მასწავლებელი პირველი გაკვეთილის დაწყებამდე ღელავს და ეს ბუნებრივია, ის ხომ პირველად დამს ნაბიჯს, რომლის სისწორეზეა დამოკიდებული როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები, ამიტომ ბევრს ფიქრობს და ცდილობს გონივრული ქმედებით ადვილად მოიგოს მოსწავლეთა გული, ამ დროს მნიშვნელოვანია მათ გვერდით იყოს კომპეტენტური კოლეგა, რომელიც ახალბედას საჭირო რჩევებს მისცემს და სირთულეს გზისას გაუადვილებს.
რჩევები პატრიცია ჯენინგის მიხედვით:
რჩევა პირველი: გონივრულობა მასწავლებლებს საკუთარი ემოციების მართვაში გვეხმარება.
რჩევა მეორე: გონივრულობა გვეხმარება მოსწავლეებთან ეფექტურ ურთიერთობაში.
რჩევა მესამე: გონივრულობით შესაძლებელია რთული მოსწავლეების მომხრობა.
რჩევა მეოთხე: გონივრულობით შესაძლებელია დადებითი სასწავლო გარემოს შექმნა.
რჩევა მეხუთე: გონივრულობა გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას მოსწავლეებთან.
რჩევა მეექვსე: სწავლების პროცესის სისწრაფე გონივრულად უნდა განვსაზღვროთ და შევანელოთ ტემპი, როცა საჭიროა.
რჩევა მეშვიდე: გონივრულობა ქმნის საზოგადოებას სკოლაში.
ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა პედაგოგიკის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. იმისათვის რომ კლასის მართვაში არ გვქონდეს პრობლემები, იმისათვის რომ ჩვენი გაკვეთილი სრულყოფილი და თანამედროვე იყოს, იმისათვის რომ ჩვენი სათქმელი ადვილად მივიტანოთ მოსწავლემდე და მშობლამდე საჭიროა მუდამ ვეძებოთ კომუნიკაციის გზები და ერთხელ არჩეულ სწორ გზაზე ვიაროთ, ამასთან ამ გზაზე დავიმგზავროთ ჩვენი კოლეგები, რათა იქ, სადაც ვართ უფრო მეტად სასიამოვნო გახდეს ჩვენი ყოფნა. ასე რომ დამემგზავრეთ კოლეგებო.
მე პირადად უამრავი გამორჩეული თანამოაზრე და წარმატებული პედაგოგი მყავს სკოლაში და მათთან თანამშრომლობა დიდი სიამოვნებაა ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში.
კოლეგებო დღევანდელი შეფასების სისტემა დიდ თავსატეხს გვიჩენს ხოლმე. მე მოვამზადე სხვადასხვა ლიტერატურაზე დაყრდნობით პრეზენტაცია შეფასების სისტემაზე და გთავაზობთ გასაცნობად. გთხოვთ კომენტარი არ დაიზაროთ. პრეზენტაცია
მიმდინარე სასწავლო წელს როგორც წამყვანი მასწავლებელი ვანხორციელებ სკოლის საჭიროების კვლევას მასწავლებელთა პროფესიული განვითრების მიმართულებით, კვლევის ფარგლებში ვანხორციელებ სხვადასხვა ინტერვენციებს, მათ შორის კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს. წარმოგიდგენთ ერთ-ერთი შეხვედრის პრეზენტაციას.
ასოციაცია ბიოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარვადგინე პოსტერული მოხსენება "ავაგოთ ცოდნა "საკუთრი ხელებით", გთავაზოვთ ამ მოხენების ლინკს
იხ.ლინკი
და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.


No comments:
Post a Comment