სულ ორიოდე წელია რაც microsoft-ი შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და თითქოს ახალი თვალი ამეხილაო, ბევრი რამ რასაც მეგონა კარგად ვაკეთებდი, მივხვდი უკეთესად გაკეთებაც შეიძლებოდა თუ კი დავიხმარდი microsoft-ის რესურსებს, ვმუშაობდი, ვსწავლობდი, ვეძებდი და ვცდიდი საკლასო ოთახში ყველა იმ სიკეთეს რასაც პროგრამა მთავაზობდა, ტექნოლოგიების სამყაროში პირველი ნაბიჯებისას ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 2015 წლისთვის უკვე MIE-ექსპერტი ვიქნებოდი .
Microsoft-ის კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურში გამარჯვებულ მასწავლებლებს უმასპინძლა და საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა მათ.
ასე იწყებოდა სტატია, რომელიც Microsoft-ის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილოვებას ეხებოდა, ეს იყო კიდევ ერთი ბედნიერი დღე, როდესაც საკუტარი შრომის შედეგიით ხარ ამაყი და კიდევ უფრო მეტის კეთების სურვილით ანთებული.
2016 წლის 28 მაისს გაიმართა Microsoft-ს მიერ ორგანიზებული კონფერენცია :ელექტრონული რესურსები, სადაც წარვადგინე ნაშრომი : "გული"
microsoft-ის ერთერთი საინტერესო ნოვაციაა სკაიპგაკვეთილების ჩატარება, მიმდინარე სასწავლო წელს ჩავატარე რამდენიმე სკაიპ გაკვეთილი, ერთ-ერთი იყო ნათია ნაყოფიასთან ჩატარებული გაკვეთილი, რომლის შესახებ უკეთესად მოგითხრობთ ვიდეომასალა
გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელთან თეა ნონიკაშვილთან დიდი ხანია ვმეგობრობ, Microsoft-მა კიდევ უფრო დაგვაკავშირა, ერთობლივი სკაიპ გაკვეთილიც: ბახშირბადის ციკლი-საინტერესოდ ჩატარდა.

No comments:
Post a Comment