ჩემ შესახებ




ვიდეო რგოლი "მე ვარ მასწავლებელი "


  ცხოვრება მუსიკაა


ცხოვრება მუსიკაა, დიახ მუსიკა და მას უნდა უსმინო ყურადღებით, დატკბე თუ ის ჰარმონიულია,   სევდიან მუსიკასაც უნდა უსმინო, რაც უფრო მეტად მიგახვედრებს, რომ  რეალში ცხოვრება ყოველთვის ვარდებით მოფენილი არაა, ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება როგორც გვინდა, არც ჩემი ცხოვრებაა გამონაკლისი, აღმართზეც მივლია და დაღმართზეც, წარმატებულ წლებს იმედგაცრუებაც მოჰყოლია, საბედნიეროდ არასოდეს დამიკარგავს მომავლის იმედი და უკანმოუხედავად  ამივლია აღმართი, ცხოვრების გაკვეთილებმა მასწავლა , რომ მთავარი თვითგანვითარებაზე ზრუნვა და სიყვარულის გაცემაა, ამიტომ ჩემო მკითხველებო ხმამაღლა ვამბობ-"მე სიყვარულში გაგეჯიბრებით".


ჩემი ცხოვრების ქრონიკები...


      მასწავლებლის პროფესიისადმი სიყვარული ჩემს  მშობლიურ სკოლას უკავშირდება, განსაკუთრებით მიყვარდა ბიოლოგია და სკოლის მერხიდანვე ვოცნებობდი მასწავლებლობაზემიზანდასახულობა ჩემი საუკეთესო თვისებაა და ამ მიზნისთვის თავდაუზოგავი შრომაც არასოდეს შემზარებია.  1989 წელს  თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებით   დამთავრების შემდეგ  მუშაობა დავიწყე  მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში ბიოლოგიის მასწავლებლად, მალე საცხოვრებლად გადავედი წყალტუბოში და აქაც კვლავ სკოლას მივაშურე, ვერ ვიტყვი ბედის ნებიერა ვიყავი თქო, ბევრი დაბრკოლებების გადალახვა მომიწია, ბევრჯერ იმედგაცრუება, ბევრი დამარცხება და გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც მიგემიათავდაუზოგავად ვშრომობდი   მოსწავლეთა წარმატებებისთვის; მუდმივად ვიყავი ორიენტირებული  პროფესიული განვითარებისთვისარასოდეს ვუშინდებოდი გამოწვევებს, განათლების სამინისტროსა  თუ ადგილობრივი რესურსცენტრის ყველა კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას, და წარმატებებსაც ვაღწევდი, 2000 წლიდან ვიყავი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2007 წლიდან კი- დირექტორი, პარალელურად ბიოლოგიის მასწავლებელი, ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში 2008-2011 წლებში, ეკოტურნირებში, გუნდურპროექტებში,  2011 წელს ჩავაბარე სასერთიფიკაციო გამოცდები  და ავიღე ბიოლოგიის მასწავლებლის სერთიფიკატი, ასევე წარმატებით ჩავაბარე ინგლისურ კომპიუტერული უნარ-ჩვევების  და ბიოლოგიის ექსპერიმენტული გამოცდა. ამავე წელს გავხდი ნოვატორ-მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებული, სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2012 წელს გადმომეცა ღირსების მედალი, რაც ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის და რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩემი მოტივაცია,2013 წელს გავხდი მასწავლებელთა ფორუმი-2013-ის ფინალისტი, 2015 წლიდან თბილისში გადმოვედი სამუშაოდ და ამჟამად ვმუმასწავლებლის პროფესიისადმი სიყვარული ჩემს  მშობლიურ სკოლას უკავშირდება, განსაკუთრებით მიყვარდა ბიოლოგია და სკოლის მერხიდანვე ვოცნებობდი მასწავლებლობაზემიზანდასახულობა ჩემი საუკეთესო თვისებაა და ამ მიზნისთვის თავდაუზოგავი შრომაც არასოდეს შემზარებია.  1989 წელს  თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებით   დამთავრების შემდეგ  მუშაობა დავიწყე  მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში ბიოლოგიის მასწავლებლად, მალე საცხოვრებლად გადავედი წყალტუბოში და აქაც კვლავ სკოლას მივაშურე, ვერ ვიტყვი ბედის ნებიერა ვიყავი თქო, ბევრი დაბრკოლებების გადალახვა მომიწია, ბევრჯერ იმედგაცრუება, ბევრი დამარცხება და გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც მიგემიათავდაუზოგავად ვშრომობდი   მოსწავლეთა წარმატებებისთვის; მუდმივად ვიყავი ორიენტირებული  პროფესიული განვითარებისთვისარასოდეს ვუშინდებოდი გამოწვევებს, განათლების სამინისტროსა  თუ ადგილობრივი რესურსცენტრის ყველა კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას, და წარმატებებსაც ვაღწევდი, 2000 წლიდან ვიყავი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2007 წლიდან კი- დირექტორი, პარალელურად ბიოლოგიის მასწავლებელი, ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში 2008-2011 წლებში, ეკოტურნირებში, გუნდურპროექტებში,  2011 წელს ჩავაბარე სასერთიფიკაციო გამოცდები  და ავიღე ბიოლოგიის მასწავლებლის სერთიფიკატი, ასევე წარმატებით ჩავაბარე ინგლისურ კომპიუტერული უნარ-ჩვევების  და ბიოლოგიის ექსპერიმენტული გამოცდა. ამავე წელს გავხდი ნოვატორ-მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებული, სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2012 წელს გადმომეცა ღირსების მედალი, რაც ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის და რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩემი მოტივაცია,2013 წელს გავხდი მასწავლებელთა ფორუმი-2013-ის ფინალისტი, 2015 წლიდან თბილისში გადმოვედი სამუშაოდ და ამჟამად ვმუშაობ გიმნაზია შავნაბადაში.







3 comments:

  1. მიზანდასახულობა მართლაც შენი გამორჩეული თვისებაა და დასახული მიზნის შესასრულებლად თავდაუზოგავი შრომა. ამ შრომის შედეგია შენი წარმატებული წინსვლა, ამ წინსვლი ამსახველი ძალიან საინტერესო ბლოგი. გისურვებ ყველა დასახული მიზნის შესრულებას.

    ReplyDelete
  2. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო ლაურა. ძალიან საჭირო და საინტერესო ბლოგია. იმედი მაქვს, ბევრი მკითხველი გეყოლებათ :)

    ReplyDelete
  3. წარმატებები ჩემო საამაყო მეგობარო, შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, შენი მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით შეუდარებელი ხარ..

    ReplyDelete