Thursday, May 16, 2019

საჩვენებელი გაკვეთილი

                                                   ͓͓͓͓͓͓͓   
10 მაისი ერთერთი დაუვიწყარი დღე იქნება ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში, რადგან ამ დღეს გაკვეთილზე სტუმრად მყავდა სამი უძლიერესი პიროვნება, ჩემთვის საპატივსაცემო სამი პროფესიონალი და უთბილესი ადამიანი(სახელებს არ გავამხელ ამ ეტაპზე),. ძნელია გადმოსცე ის ემოცია, რომელიც გეუფლება ასეთი კომისიის დანახვისას და ასევე ძნელია დაიჯეროთ, რომ არ გაქვს განცდა. პირველი ემოცია იყო სიხარული სასიამოვნო სტუმრების დანახვით გამოწვეული, მოგვიანებით კი გონს მოსულს შიში დამეუფლა, შიში გაძლიერებს, მოზღვავებული ადრენალინი კი მეტ ენერგიას გაძლევს და გაკვეთილიც დაიწყო. გაკვეთილი ისე წავიდა როგორც ჩანაფიქრში  მქონდა(თუმცა იყო მცირე ცვლილებაც). ეს ყველაფერი კი ერთი კონკურსის ფარგლებში განხორციელდა, შედეგები ჯერ არ ყოფილა და არც აქვს ამწუთში მას მნიშვნელობა. ამას იმიტომ ვწერ, რომ ბლოგის სტუმრებს მინდა ვუთხრა, თუ ხარ  მოქმედი მასწავლებელი, თუ გინდა იყო წარმატებული და ხარ განვითრებაზე ორიენტირებული, ყოველთვის უნდა მიიღო გამოწვევა და იყო მზად ამისთვის, სხვაგვარად არც მოსწავლეებისთვის ხარ მისაღები და საინტერესო, რაც ნაკლებად ეფექტურს ხდის თქვენს მუშაობას, ამიტომ ყოველთვის იყავით მზად  მარცხისთვისაც და გამარჯვებისთვისაც. მე კი წარმატებებს გისურვებთ ჩემო კოლეგებო. 💖💗

გთავაზობთ ამ გაკვეთილის გეგმას და პრეზენტაციას.

გეგმა "მოძრაობა"


12 comments:

  1. ვამაყობ და ბედნიერი ვარ რომ თქვენ ჩემი პედაგოგი იყავით!!! ადამიანური, პროფესიული და მეგობრული დამოკიდებულება ისე ლამაზად არის თქვენში შეზავებული და თავმოყრილი, არ არსებობს ვინმემ გაგიცნოთ და გულგრილი დარჩეს თქვენს მიმართ (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!!!)
    ჩემთვის მისაბაძია თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი მშვიდი და აუღელვებელი მეტყველება და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე თქვენ მასწავლეთ, მე თქვენ აღმზარდეთ...
    გისურვებთ წარმატებებს, ძალიან ბევრს და ძალიან ნაყოფიერს!

    ReplyDelete
    Replies
    1. ნათი როგორ გამახარა შენმა კომენტარმა ჩემო ლამაზო, შენი მოძღვნილი ლექსი(დიდი სიყვარულით და გულწრფელობით მოძღვნილი) ისევ მაქვს საგულდაგულოდ შენახული. მიყვარხარ

      Delete
    2. როგორ მიხარია... ძალიან, ძალიან მიყვარდით და ისევ ისე ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ. ❤️

      Delete
  2. საყვარელო ლაურა,შენ ხარ,ძვირფასი მეგობარი,დაუზარელი,ერთგული,პროფესიონალი,პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე,ახალი ინიციატივების წამოწყები,შენ სიყვარულს გასცემ უშურველად და სანაცვლოდ არაფერს ითხოვ, არასდროს გბეზრდება სიახლე სხვას გაუზიარო, როგორი საინტერესო ადამიანიც ხარ, ასეთივე მრავალფეროვანია შენი ბლოგიც...გისურვებ წარმატებებს, მიყვარხარ...

    ReplyDelete
  3. მადლობა მადო, თქვენ ჩემი სიძლიერე ხართ მართლა <3

    ReplyDelete
  4. ყოველთვის იყავით და იქნებით გამორჩეული პედაგოგი, თქვენი ინტელექტითა და საზოგადოებასთან, კოლეგებთან, მოსწავლეებთან კომუნიკაციის მაღალი სტანდარტით. გისურვებთ წარმატებას!!! �� �� ��

    ReplyDelete
  5. მადლობა თეონა, ჩემო თბილო გოგო <3

    ReplyDelete
  6. ძალიან საინტერესო გაკვეთილია. წარმატებები❤️❤️

    ReplyDelete
  7. ქალბატონი ლაურა,ჩემთვის მაგალითი ხართ იმისა,თუ როგორ უნდა უყვარდეს მასწავლებელს საკუთარი პროფესია. თქვენი მიზანდასახულობა და ენერგია ყოველდრიურად აღსანიშნავი და დასაფასებელია..ეს მონდომება გადამდებია კოლეგებისთვის და მადლობა ამისათვის..წარმატებებს გისურვებთ❤

    ReplyDelete
    Replies
    1. შენც წარმატებები ჩემო გოგო, მიხარია რომ შენც ჩემი გზა გაქვს არჩეული,

      Delete
  8. მოგესალმები ლაურა. მიზანდასახულო, ენერგიულო, პოზიტიურო ქალბატონო. ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან თუ ტრენინგებზე და თუ პირადი მიმოწერით. საინტერესო გაკვეთილია უდაოდ. წარმატებები

    ReplyDelete