Thursday, October 24, 2019

რას ნიშნავს იყო მენტორი

მოგესალმებით, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობს და ამასთან იცნობს პედაგოგის საქმიანობას, დამეთანხმება ადვილი არაა ჩვენი რუტინული შრომა, მაგრამ ყველა საქმეს რომ გვერდზე მოგატოვებინებს, ერთ საქმეზე რომ გაგხდის ფოკუსირებულს ეს საქმის სიყვარულეზე მეტია, ეს ნიჭია მოსწავლის სიყვარულის, რომელიც სწორედ რომ შეუძლებელს შეგაძლებინებს. დღეს ერთ-ერთი ჩემი კოლეგა მეუბნება "შენი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები ამბობდნენ ჩვენ ვიღლებით და ჩვენი დამრიგებელი არ იღლება, მშურს მისი ენერგიისო(11 კლასელებია არიან) ". ამას თუ ხედავენ მოსწავლეები ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ ამ მაგალითებზე გაზრდილები თავადაც შეძლებენ მეტი მოსთხოვონ საკუთარ თავს. წელს მე მენტორის სტატუსი მომენიჭა და ეს ჩემი შრომის შედეგია, სამართლებრივად გაფორმებული და აღიარებული, თუმცა ამ სტატუსამდეც და ამის მერეც ისევ იგივენაირად გავაგრძელებ შრომას, სწავლას და მოსწავლეების თვალებში იმ ნაპერწკლის ძიებას, საიდანაც შემეძლება ცოდნა ავანთო. ეს არ არის მარტივი, თუმცა არც შეუძლებელი თუკი საქმეს სიყვარულით აკეთებ. 
  მინდა გისურვოთ ჩემო მკითხველებო თქვენც წინსვლა, აღიარება და დაფასება თქვენი მოსწავლეებისა და მამულისთვის!

საპატიო ტიტული

No comments:

Post a Comment