შეფასება სახელად "აღიარება"
ცხოვრებაში ხშირად არაა მომენტები, როცა შენი შრომის ფასს ხედავენ და ამისთვის მადლობას გიხდიან, ასეთი გამორჩეულად ბედნიერი დღე იყო სწორედ დღე, როდესაც ღირსების მედალით დამაჯილდოვეს. ერთდროულად მიხაროდა და ეს ბუნებრივია, მაგრამ ამავდროულად მეუხერხულებოდა, (თავმდაბლობაში ნუ ჩამომართმევთ).
ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს, მიყვარს ჩემი პროფესია და მთელ გულს ვდებ მის ხარისხიანად შესრულებაში, ხოდა ამ შრომისთვის, სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჩემი სკოლის წარმატებებისთვის, გამორჩეული მოსწავლეებისთვის, ღირსეული და კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და გადამზადებისთვის, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნისთვის, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურისთვის, სოციალური პროექტების განხორციელებისთვის, სკოლის ინგლისურენოვანი მოხალისის (მერისა დოერთი) თემის ცხოვრებაში აქტიური ჩართვისთვის, უსაფრთხო სკოლისთვის, დემოკრატიული პრინციპების მქონე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდისთვის, აქტიური სამოქალაქო კლუბისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანი და სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობებისთვის, ღირსად მიიჩნიეს ეს ჯილდო მეტარებინა მე.

ამ დღეს გამორჩეულად ამაყი ვიყავი, თუმცა ამავე დროს კარგად ვგრძნობდი იმ უდიდეს პასუხიხმგებლობას, რასაც მაკისრებდა ეს ჯილდო და რომ მხოლოდ ახლა იწყებოდა მთავარი, კიდევ უფრო მეტი მეკეთებინა ჩემი სკოლის და თემის განვითარებისთვის.


ლაურა, წარმატებებს გისურვებ, პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!!! ვფიქრობ, როცა გვყავს შენნაირი მოტივირებული პედაგოგი, ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროში წინსვლა გარდაუვალია!!!!!
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteმეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ყველა საგნის მასწავლებლისთვის ფრიადმსაჭირო და სასარგებლო რუბრიკები გაქვთ. გისურვებთ წარმატებებს, ქალბატონო ლაურა.
ReplyDeleteმეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ყველა საგნის მასწავლებლისთვის ფრიადმსაჭირო და სასარგებლო რუბრიკები გაქვთ. გისურვებთ წარმატებებს, ქალბატონო ლაურა.
ReplyDeleteერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი,რომელიც მუდამ სიახლეებს ნერგავს სასწავლო პროცესში და რომლისგანაც მუდმივად იგრძნობა როგორც პედაგოგიური,ისე მეგობრული ზრუნვა,სიყვარული და სითბო <3
ReplyDeleteქალბატონო ლაურა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ბლოგია! გისურვებთ წარმატებებს! თავადაც უიშვიათესი შემფასებელი და დამფასებელი ხართ სხვათა შრომის, სტიმულის მიმცემი და მასწავლებელთა მასწავლებელი!
ReplyDelete