Showing posts with label ჩემი მოსწავლეები. Show all posts
Showing posts with label ჩემი მოსწავლეები. Show all posts

Friday, August 7, 2015

რჩევები მშობლებს

მშობლები ჩემი მოკავშირეები არიან

     
ვიცი მეთანხმებით, რომ ეს სულაც არაა ხმამაღალი ნათქვამი, მშობელი ნამდვილად საიმედო მეკავშირეა მასწავლებლისთვის, მე კი გამორჩეულად გამიმართლა, რადგან საიმედო მოკავშირეები მყავს მათი სახით. ჩვენი ურთიერთობის წარმატებას  ნდობა განაპირობებს, ხოლო  ნდობას კი   მოსწავლეზე ორიენტირება უდევს საფუძვლად.ჩვენ ღია ვართ ურთიერთობისთვის, ვითვალისწინებთ ერთმანეთის რჩევებს.

ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა-ამბობს ვაჟა-ფშაველა და არაფერია აქ გადაჭარბებული, კარგი მშობლობა ნამდვილად ღვთიური ნიჭია;
რჩევები მშობლებისთვის.




"კარგი მშობლობა"ვიდეომასალა



Wednesday, January 29, 2014


 მე გახლავართ ლაურა ჯიმშელეიშვილი, წყალტუბოს N 1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ( ამავე სკოლის დირექტორი), უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი მოსწავლეები. მუდამ ვეძებ სიახლეს, რომ ჩემი გაკვეთილები საინტერესო იყოს მათთვის. ვაგროვებ და თავადაც ვქმნი სხვადასხვა რესურსებს, რაც მეხმარება  და ეფექტურს ხდის ჩემს მუშაობას. მე ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით. შევეცდები თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ჩემო სტუმრებო და გთხოვთ არ დაიზაროთ თანამშრომლობა, ეს უდავოდ წაადგება ჩვენს საქმიანობას.



    დღეს ძალაინ სასიამოვნო სიახლე შევიტყვე, ჩემი სკოლის სახელი შეიცვალა და დღეიდან იწოდება ოტია იოსელიას  სახელობის სკოლად, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ასე რომ სკოლის ისტორიის ახალი ეტაპი იწყება, გილოცავთ კოლეგებო


   P.S  (დღეს აღარ ვარ სკოლის დირექტორი, თუმცა ამ პოსტის წაშლა ვერ შევძელი, რადგან ესაა სკოლა, რომელსაც შევალიე ძალიან ნაყოფიერი წლები და ამაყი ვარ რომ ლომის წილი მიმიძღვის მის განვითარებაში)


.ფილმი ოტია იოსელიანზე.  სკოლას ააქვს ჰიმნი, რომლის ავტორია ოტია იოსელიანი. სკოლის ჰიმნი

Wednesday, August 8, 2012

შეფასება სახელად "აღიარება"

                                                         
                         შეფასება სახელად "აღიარება"
ცხოვრებაში ხშირად არაა მომენტები, როცა შენი შრომის ფასს ხედავენ და ამისთვის მადლობას გიხდიან, ასეთი გამორჩეულად ბედნიერი დღე იყო სწორედ დღე, როდესაც ღირსების მედალით დამაჯილდოვეს. ერთდროულად მიხაროდა და ეს ბუნებრივია, მაგრამ ამავდროულად მეუხერხულებოდა, (თავმდაბლობაში ნუ ჩამომართმევთ).
   ყოველთვის  უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს, მიყვარს ჩემი პროფესია და მთელ გულს ვდებ მის ხარისხიანად შესრულებაში, ხოდა ამ შრომისთვის, სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჩემი სკოლის წარმატებებისთვის, გამორჩეული მოსწავლეებისთვის, ღირსეული და კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და გადამზადებისთვის, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნისთვის, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურისთვის, სოციალური პროექტების განხორციელებისთვის, სკოლის ინგლისურენოვანი მოხალისის (მერისა დოერთი) თემის ცხოვრებაში აქტიური ჩართვისთვის, უსაფრთხო სკოლისთვის, დემოკრატიული პრინციპების მქონე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდისთვის, აქტიური სამოქალაქო კლუბისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანი და სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობებისთვის, ღირსად მიიჩნიეს ეს  ჯილდო  მეტარებინა მე. 


 

       ამ დღეს გამორჩეულად ამაყი ვიყავი, თუმცა ამავე დროს კარგად ვგრძნობდი იმ უდიდეს პასუხიხმგებლობას, რასაც მაკისრებდა ეს ჯილდო და რომ მხოლოდ ახლა იწყებოდა მთავარი, კიდევ უფრო მეტი მეკეთებინა ჩემი სკოლის და თემის განვითარებისთვის.