მე გახლავართ ლაურა ჯიმშელეიშვილი, წყალტუბოს N 1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ( ამავე სკოლის დირექტორი), უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი მოსწავლეები. მუდამ ვეძებ სიახლეს, რომ ჩემი გაკვეთილები საინტერესო იყოს მათთვის. ვაგროვებ და თავადაც ვქმნი სხვადასხვა რესურსებს, რაც მეხმარება და ეფექტურს ხდის ჩემს მუშაობას. მე ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით. შევეცდები თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ჩემო სტუმრებო და გთხოვთ არ დაიზაროთ თანამშრომლობა, ეს უდავოდ წაადგება ჩვენს საქმიანობას.
დღეს ძალაინ სასიამოვნო სიახლე შევიტყვე, ჩემი სკოლის სახელი შეიცვალა და დღეიდან იწოდება ოტია იოსელიას სახელობის სკოლად, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ასე რომ სკოლის ისტორიის ახალი ეტაპი იწყება, გილოცავთ კოლეგებო
P.S (დღეს აღარ ვარ სკოლის დირექტორი, თუმცა ამ პოსტის წაშლა ვერ შევძელი, რადგან ესაა სკოლა, რომელსაც შევალიე ძალიან ნაყოფიერი წლები და ამაყი ვარ რომ ლომის წილი მიმიძღვის მის განვითარებაში)
ლაურა ჩემთვის სანიმუშო ადამიანი ხართ-როგორც ადამიანური თვისებებით ასევე პროფესიული თვალსაზრისით. თქვენთან მუშაობა დიდი სკოლაა! მიყვარხართ...
ReplyDeleteლაურა ჩემთვის სანიმუშო ადამიანი ხართ-როგორც ადამიანური თვისებებით ასევე პროფესიული თვალსაზრისით. თქვენთან მუშაობა დიდი სკოლაა! მიყვარხართ...
ReplyDeleteმადლობა ფიქრო
ReplyDeleteვამაყობ და ბედნიერი ვარ რომ თქვენ ჩემი პედაგოგი იყავით!!! ადამიანური, პროფესიული და მეგობრული დამოკიდებულება ისე ლამაზად არის თქვენში შეზავებული და თავმოყრილი, არ არსებობს ვინმემ გაგიცნოთ და გულგრილი დარჩეს თქვენს მიმართ (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!!!)
ReplyDeleteჩემთვის მისაბაძია თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი მშვიდი და აუღელვებელი მეტყველება და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე თქვენ მასწავლეთ, მე თქვენ აღმზარდეთ...
გისურვებთ წარმატებებს, ძალიან ბევრს და ძალიან ნაყოფიერს!